Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: გემი სასწრაფოდ დაბრუნდა პორტში- 25 წლის მგზავრს ტრავმის გამო საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა

სალონიკის პორტიდან გასული Blue Star Myconos- ის კაპიტანი გუშინ, გამგზავრებიდან სულ მოკლე ხანში, იძულებული გახდა ნაოსნობის კურსი შეეცვალა და გემი უკან, პორტში დაებრუნებინა, რადგან ერთ-ერთი მგზავრის, 25 წლის  გოგონას უცაბედი  ტრავმის გამო საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

კერძოდ,  25 წლის მგზავრმა  მოულოდნელად  იგრძნო ძლიერი, აუტანელი  ტკივილი მარჯვენა  მუხლის არეში მას შემდეგ, რაც სკამზე დაჯდომა სცადა.

მომხდარის შესახებ ეკიპაჟსა და კაპიტანს აცნობეს და ისინი სასწრაფოდ დაბრუნდნენ პორტში, რათა ახალგაზრდა  საავადმყოფოში გადაეყვანათ.

25 წლის გოგონა  სასწრაფო დახმარების მანქანით  სალონიკში, პაპაგეორგიუს  გენერალურ ჰოსპიტალში  გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მიღებული ტრავმის მიზეზი და ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე მექანიკურ დაზიანებას.

აღნიშნულ ფაქტზე წინასწარ გამოძიებას  სალონიკის ცენტრალური საპორტო სამსახური აწარმოებს.

 

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *