სანტორინი: 6 ბალიანი მიწისძვრის საშიშროება აღარ დგას
სანტორინი: 6 ბალიანი მიწისძვრის საშიშროება აღარ დგას
მიუხედავად იმისა, რომ სეისმური აქტივობები გრძელდება კუნძულ სანტორინზე და მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს, სეისმური ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადების თანახმად 6 ბალიანი მიწისძვრის საშიშროება აღარ არსებობს.
“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6,1 და 6,2 ბალიანი მიწისძვრა, რომელსაც აქამდე ვვარაუდობდით მოსალოდნელი აღარ არის. კუნძულს შედარებით ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრა დაარტყამს. საყურადღებოა ნამდვილად ის ფაქტი რომ ყოველდღიურად ვგრძნობთ ბიძგებს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მთავარი მიწისძვრა დამანგრეველი სიმძლავრის არ იქნება.” – განაცხადა ევთიმიოს ლეკასმა.
Facebook Comments Box
