Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

გლიკა ნერას დანაშაული- პილოტი რომელმაც ცოლი მოკლა შვილს ვეღარასოდეს იხილავს

ორი წლის წინ, გლიკა ნერაში მეუღლის მიერ მოკლული კეროლაინ კრაუჩის მამამ პრესასთან მორიგი განცხადება გააკეთა.

ინტერვიუს დროს  მან განაცხადა, რომ ბავშვის მამა პატარა ლიდიას, რომელიც ამჟამად საბერძნეთიდან შორს, ფილიპინებზე იზრდება, ვეღარასოდეს იხილავს.

” პატარამ ჯერ არ უნდა გაიგოს მწარე სიმართლე, რომლისგანაც ჩვენ დავიცავთ მას, სადამდეც შეგვიძლია”- ამბობს მამაკაცი.

” გადავწვიტე, რომ ურჩხული რომელმაც დედამისი მოკლა ჩემს შვილიშვილს ვეღარასოდეს ნახავს, ისევე როგორც ის ორი უაზრო არსება, მისი მშობლები.

ლიდია ამჟამად თავს კარგად გრძნობს დედის ოჯახთან ერთად ფილიპინებში.

ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს ვუთხრათ მას რატომ აქვთ მის ბიძაშვილებს, რომლებსაც ის დებად და ძმებად თვლის სწორი, შავი  თმა, ხოლო მას ოქროსფერი კულულები”-  და  აქვე აღნიშნავს, რომ დაპატიმრებულ პილოტს გაუმართლა, რადგან საბერძნეთში არ არსებობს სიკვდილით დასჯა.

რაც შეეხება პილოტის მშობლებს, მას შემდეგ, რაც მათ  ლიდიას ფილიპინებში  გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება  გააპროტესტეს და ბავშვზე  ერთპიროვნული მეურვეობა მოითხოვეს, ეს გააკეთეს არა პატარა გოგონას ინტერესებისთვის, არამედ წმინდა ეგოისტური მიზეზების გამო, ბავშვი  მათ სურდათ როგორც გასართობი  სიბერეში, -აცხადებს კეროლაინის მამა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *