Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: 16 წლის ბიჭმა 23 წლის ძმა დანით დაჭრა

სალონიკი: 16 წლის ბიჭმა 23 წლის ძმა დანით დაჭრა

შაბათს ღამით დააკავეს 16 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი ძმა დანით დაჭრა.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძმებს შელაპარაკება საკუთარ სახლში, ნეაპოლიში მოუვიდათ.

16 წლის ბიჭი დაკავებისას შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ შეეძლო პოლიციელებისთვის აეხსნა თუ რა მოხდა და რატომ მიაყენა საკუთარ ძმას დანით ჭრილობები.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად ორივე ძმა საბრძოლო ხელოვებით არიან დაკავებულები. შაბათს ღამით სახლში მარტო იმყოფებოდნენ და მათ შორის შელაპარაკება დაახლოვებით საღამოს 20:00 საათზე მოხდა.

23 წლის ბიჭს ჭრილობები მიყენებული აქვს გულ-მკერდისა და ფეხის არეში და  ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოში გადის. 

დაკავებულის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით. 

დღეს 16 წლის ბიჭს პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანენ, რათა სასამართლო პროცესამდე შეძლოს ჩვენების მიცემა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *