სალონიკი: ევოზმოსში გზა მოაასფალტეს, მაგრამ… მანქანის საბურავი დაავიწყდათ
თესალონიკში, კორდელიო-ევოზმოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები უცნაური და კომიკური სანახაობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
კერძოდ, ახლად მოასფალტებულ გზაზე არსებულ ჩაღრმავებაში ნახეს დავიწყებული მანქანის საბურავი, რომლის ამოღება ალბათ პროექტზე პასუხისმგებელს… დაავიწყდა.
ადგილობრივების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს გზაზე არსებული ორმო და იქვე დავიწყებული საბურავის კიდე.
ჩაღმავების გარშემო ჩვეულებრივ დააგეს ასფალტი, ხოლო საბურავი ხელუხლებლად დატოვეს, რადგან გაურკვეველი მიზეზის გამო…..ჩათვალეს, რომ ასე იყო საჭირო და ადგილზე უნდა დარჩენილიყო!
Facebook Comments Box
