Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მკვლელობა ხალკიდიკში-ბებიის მოსვლამდე 8 წლის ბიჭი სახლში მარტო იმყოფებოდა გარდაცვლილ მშობლებთან ერთად

დღეს დასრულდება  სასამართლო ექსპერტიზა   ხალკიდიკში ქმრის მიერ მოკლული 39 წლის ქალისა და მისივე  მეუღლის ცხედრებზე, რომელმაც ცოლის მკვლელობის შემდეგ  სიცოცხლე  თვითმკვლელობით დაასრულა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ოჯახის ახლობლების გადმოცემით  ქრონიკული  ოჯახური კონფლიქტებით  გადაღლილმა ქალმა მორიგი  ჩხუბის შემდეგ  განქორწინება  გადაწყვიტა  და სავარაუდოდ სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა  მიზეზი იმისა, რომ ქმარმა   ორშაბათს დილით, ის შვილის თვალწინ მოკლა.

ფაქტობრივად, გარდაცვლილმა ქალმა სავარაუდოდ  ბოლო ჩხუბის დროს თქვა, რომ განქორწინებაზე განაცხადს  შეიტანდა და დატოვებდა ორ არასრულწლოვან შვილს.

ქალის ცხედრზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ მკვლელობის მომენტში 36 წლის მამაკაცს არ შეუწყვეტია სროლა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ის გარდაიცვალა.

მკვლელობა დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა ბავშვის  ოთახში და არასრულწლოვანი ბიჭის თვალწინ, რომელმაც დაინახა, რომ დედას ოთხჯერ ესროლეს: ჯერ ზურგში, შემდეგ კი კისერში, მხარსა და მარჯვენა იღლიაში.

მოძალადემ ცოლის მკვლელობის შემდეგ ოთახი გამოიცვალა და სიცოცხლე  საძინებელში დაასრულა.

სროლის დროს  დაშავდა რვა წლის ბიჭიც, რომელმაც თითქმის ხუთი საათი გაატარა მარტომ სახლში, გარდაცვლილ მშობლებთან ერთად.

როგორც გამოძიებიდან გაირკვა, შოკურ მდგომარეობაში მყოფი ის დადიოდა სახლში და ტოვებდა კვალს სისხლით, სანამ ბებია არ მივიდა, რომელმაც მაშინვე დარეკა  პოლიციაში  და გამოიძახა  სასწრაფო დახმარება დაშავებული ბავშვის საავადმყოფოში გადასაყვანად.

ბავშვი გადაიყვანეს სალონიკის  საავადმყოფოში და ორშაბათს ნაშუადღევს მას ჩაუტარდა ოპერაცია, რადგან  იდაყვის ქვემოთ საკმაოდ ღრმა ჭრილობა ჰქონდა, სავარაუდოდ ტყვიის  ნამსხვრევებისგან მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ოჯახს ჰყავს კიდევ ერთი შვილი, 12 წლის გოგონა , რომელიც მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდა, რადგან ღამე ბებიასთან დარჩა.

ამ დრომდე მიმდინარეობს   გამოძიება, რომელიც მომხდარი  ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს მოჰფენს ნათელს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *