Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კორინთია: ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის აივნიდან გადმოვარდა

კორინთიაში, ზევგოლატიოში  წლინახევრის ბავშვი   საცხოვრებელი ბინის პირველი სართულის აივნიდან გადმოვარდა .

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ  გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და ბავშვი  კორინთიას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იქ მას პირველადი დახმარება სამედიცინო და საექთნო პერსონალმა გაუწია, შემდეგ კი  საჭიროდ ჩათვალეს მისი გადაყვანა „აგია სოფია”-ს ბავშვთა საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების მანქანას თან კორინთიას გენერალური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგი ახლდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვის  მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარი შემთხვევის  შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *