Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: მასწავლებელმა ბავშვებს გაკვეთილზე ეროტიკული შინაარსის ფილმი აჩვენა

მძაფრი რეაქცია და უკმაყოფილება გამოიწვია   დაწყებითი კლასების მასწავლებლის ქმედებამ, რომელმაც 10 წლის ბავშვებს გაკვეთილზე  ეროტიკული ფილმი აჩვენა.

აღნიშნული ფაქტით აღშფოთებულმა მშობლებმა  სკოლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყვეს და საქმეზე  სამართლებრივი რეაგირება მოითხოვეს.

კერძოდ, ათენის დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა ბოლო გაკვეთილზე გადაწყვიტა ეჩვენებინა ფილმი, სახელწოდებით „ბიჭები შხაპში“,  რომლის მთავარი გმირიც  ორი 12 წლის ბიჭია და სიუჟეტი აშკარა ჰომოსექსუალურ შინაარსს ატარებს.

მოსწავლეები, რომლებიც ფილმს უყურებდნენ, შოკირებული იყვნენ შინაარსით, ზოგიერთი  ბავშვი კი უცნაურად  იქცეოდა სახლში დაბრუნებისას, რამაც მშობლების განგაში გამოიწვია.

ფაქტობრივად, ერთი ბავშვი საკმაოდ ნერვიულობდა , უცნაურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და ღებინებაც კი ჰქონდა, როდესაც  მშობლები მიზეზით დაინტერესდნენ, რათა გაეგოთ, რა დაემართა,  მან უამბო  რაც მოხდა გაკვეთილზე.

მშობლების მიერ საქმეში ჩართული ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს არის  არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის უხამსი და ვულგალური მცდელობა  მასწავლებლის მიერ, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაციებს იღებდა სკოლიდან .

მასწავლებლის პროპაგანდისტულ მცდელობას 10 წლის ბავშვების მიმართ  ადასტურებს ის ფაქტი, რომ   ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში 12 წლის ბავშვების მწვრთნელი ხაზს უსვამს, რომ ისინი უნდა გახდნენ… კაცები!   როდესაც მოსწავლეებმა მასწავლებელს ჰკითხეს თუ რას გულისხმობდა ამ ფრაზაში მწვრთნელი და რისი თქმა სურდა მას ბავშვებისთვის,  მასწავლებელმა მათ უპასუხა,  რომ „მწვრთნელი ფაშისტია“!

საქმე  მართლმსაჯულებას გადაეცა და მშობლები ითხოვენ შესაბამის განმარტებას,როგორც   სკოლის დირექტორის,  ასევე  განათლების სამინისტროსგან, დადგინდეს არის თუ არა აღნიშნული  ფილმი საგანმანათლებლო თვალსაზრისით დამტკიცებული და პედაგოგიურად თავსებადი განათლების სამინისტროს მიერ.

მათ ასევე მოითხოვეს, რომ დისციპლინარულად  შემოწმდეს  მასწავლებლის ინიციატივა ამ ტიპის ფილმის ჩვენების შესახებ,  ამიტომ მოსალოდნელია მოვლენების შემდგომი სამართლებრივი განვითარება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *