Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს – ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 17 წლის საბერძნეთის მოქალაქეა

არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს – ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 17 წლის საბერძნეთის მოქალაქეა

59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძარმა, ხოლო 150 კი მძიმედ დაშავდა.

სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს და უკვე დაკავებულია 20 ადამიანი, რომელთა შორისაც ღამის კლუბის დირექტორიც არის.

კოცანის მაცხოვრებელი საბერძნეთის მოქალაქე აცხადებს, რომ მსხვერპლებს შორის ერთ-ერთი არის მისი მეუღლის 17 წლის ძმიშვილი:

“უკვე მეორე დღეა შოკში ვართ. პანიკას აქვს მოცული მთელი ოჯახი. ჩემი ცოლის ძმიშვილი დაიღუპა, 17 წლის ბიჭი და ბეწვზე გადარჩა მისი 2 ბიძაშვილი. ბრძანებაა გაცემული დარჩნენ სახლში 3 დღით ის ახალგაზრდები, ვინც იმ ტრაგიკულ ღამეს კლუბში იმყოფებოდნენ, რადგან ტოქსიკური ნივთიერებები ჩაისუნთქეს. არ ვიცით როდის მოგვეცემა შესაძლებლობა დავკრძალოთ ჩვენი შვილები. მოლოდინის რეჟიმშია ყველა ოჯახი.. ჯერ შეტყობინება არ მოგვსვლია პასუხისმგებელი ორგანოებიდან. 59 ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა და 45 სიცოცხლე კი ბეწვის ხიდზე გადის.” – განაცხადა ნეკტარიოს ნიკოლაიდისმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *