Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

პროდუქტები, რომლებსაც უნდა ვერიდოთ მაღალი ქოლესტერინის დროს

პროდუქტები, რომლებსაც უნდა ვერიდოთ მაღალი ქოლესტერინის დროს

ქოლესტერინი ძირითადად უფრო გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიაა, თუმცა ენდოკრინოლოგიური პრობლემაცაა იმდენად, რამდენადაც ე.წ. მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული მაღალი ქოლესტერინი და დარღვეული ლიპიდური ცვლა.

უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი პროდუქტები. თუმცა უნდა გავარჩიოთ სასარგებლო და მავნე ცხიმებიც ერთმანეთისგან. მაგალითად, ცხიმი რომელიც თხევად მდგომარეობაშია – ზეითუნის ზეთი, მზესუმზირას ზეთი, ქოქოსის ზეთი – შედარებით უფრო სასარგებლოა ვიდრე მყარი ცხიმები – ჩვეულებრივი რაფინირებული კარაქი, მარგარინი და ამ ცხიმებისგან დამზადებული პროდუქტები (მაგალითად, მაიონეზი). თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თხევადი ცხიმიც რეკომენდებულია ზომიერი დოზით.

არ შეიძლება სახლში მომზადებული რძის პროდუქტები, მაგალითად: სახლის მაწონი, სახლის ყველი, სულგუნი. უფრო სასარგებლო და ნაკლებად საზიანოა მოხდილი რძით მომზადებული ყველი, მაგალითად ასეთია აჭარული დაწნული (ჩეჩილი) ყველი, რომელიც უცხიმო რძისგან მზადდება. რაც უფრო ნაკლებ ცხიმიანი იქნება, მით უკეთესია.

რძის პროდუქტების შეძენისას, იქნება ეს იოგურტი, ხაჭო თუ კეფირი, ყურადღება მიაქციეთ, რომ მათი შემცველი რძე იყოს ქარხნული წესით დამზადებული და ნაკლებ ცხიმიანი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *