Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ თვითმკვლელი მამაკაცის გადარჩენა შეძლო

ოთხშაბათს,  შუადღეს,  თესალონიკის დაუყოვნებელი მოქმედების ცენტრში შევიდა  ზარი დედა-შვილს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ორმა პოლიციელმა შეძლო კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა, რის შემდეგაც შეუდგნენ  დედა- შვილს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალების ჩაწერას, თუმცა  ეკიპაჟის უფროსის მოადგილემ მოულოდნელად  შენიშნა 45 წლის მამაკაცი თავის ოთახში მიმავალი.

შექმნილმა არაბუნებრივმა სიტუაციამ პოლიციელს  ეჭვი  გაუჩინა  რომ ის  თავის მოკვლას  აპირებდა და მაშინვე  უკან გაჰყვა.

ოთახში შესულმა  დაინახა მამაკაცი უკვე  აივნის მოაჯირთან  მდგარი, რომელიც ყვიროდა  და  მეოთხე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა.

პოლიციელმა მშვიდი,  ტექნიკურად  გათვლილი მოქმედებით მოახერხა თვითმკვლელის  დაჭერა და ოთახში უსაფრთხოდ გაყვანა.

მომხდარი ინცინდენტის  თვითმხილველები     ულოცავდნენ პოლიციელს   გმირულ საქციელს, რომლის ოპერატიული მოქმედებითაც  უბედური შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *