Latest news
23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

აშშ-სა და ევროკავშირის მკაცრი რეაქცია უგანდაში მიღებული ახალი ანტიჰომოსექსუალური კანონმდებლობის გამო

ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები და გაერო ერთობლივ  შეშფოთებას გამოთქვამენ უგანდაში ახალი მკაცრი ანტიჰომოსექსუალური კანონმდებლობის გამო, რომელიც მათი განცხადებით სერიოზულ  საფრთხეს უქმნის ქვეყანაში  აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესს, რადგან მათზე თავდასხმისა  და დასჯის შიშით სულ უფრო მეტი ადამიანი ერიდება ჯანდაცვის სერვისების მოძიებას.

მიუხედავად საპარლამენტო უკმაყოფილებისა, პრეზიდენტმა მუსევენიმ საბოლოოდ მოაწერა ხელი აღნიშნულ კანონპროექტს,  რომლის საფუძველზეც უგანდა კვლავ იკავებს მოწინავე ადგილს  ყველაზე მკაცრი ანტი ლგბტ კანონმდებლობით  მთელს მსოფლიოში, რომლის თანახმადაც  ქვეყანაში  ჰომოსექსუალური ურთიერთობები  ახლა უკვე  უმკაცრესად ისჯება და ნებისმიერ ბრალდებულს  სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

აღნიშნული კანონმდებლობა აწესებს  ასევე სიკვდილით დასჯას ეგრეთ წოდებულ დამამძიმებელ დანაშაულებებზე, რომლებიც მოიცავს ჰომოსექსუალურ ურთიერთობას 18 წლამდე პირთან, ან როდესაც ადამიანი ინფიცირებულია, მაგალითად  აივ-ინფექციით.

გამკაცრებული კანონმდებლობა აქტიურად დაგმეს  აქტივისტებმაც,  რომლებმაც დაიწყეს სასამართლო პროცესი მისი  გაუქმების მიზნით, იმ მოტივით, რომ ეს არის დისკრიმინაციული აქტი  და არღვევს ლგბტ ადამიანების უფლებებს.

კანონი წარმოადგენს ადამიანის უფლებების ტრაგიკულ დარღვევას და ის უნდა გაუქმდეს, განაცხადა ორშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დაასახელა უგანდაში აშშ-ის დახმარებისა და ინვესტიციების შესაძლო შედეგები.

ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ სპეციალურ სამსახურებს სთხოვა შეესწავლათ ამ „სამარცხვინო კანონის“ შედეგები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტში, რომელიც გულისხმობს  აშშ-ს შესაძლებლობას, უსაფრთხოდ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან  შიდსისგან განთავისუფლების საგანგებო გეგმაში  დახმარებისა და ინვესტიციების  ფარგლებში.

თავის მხრივ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა უარყოფითი შეფასება მისცა უგანდაში ლგბტ თემის წინააღმდეგ ახალი კანონის შემოღებას, რომელიც ითვალისწინებს მძიმე ჯარიმებს ერთსქესიანთა ურთიერთობებისთვის და ჰომოსექსუალიზმის „პოპულარიზაციას“.

“უგანდას პრეზიდენტის მიერ ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო კანონის მიღება აღმაშფოთებელია, ეს კანონი ეწინააღმდეგება უგანდას ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ კანონმდებლობას, ემსახურება რა  ღირსების და პატივის შემლახავ, არაადამიანურ, დამამცირებელ დისკრიმინაციულ  ქმედებას”- აცხადებს იგი   ტვიტერზე  გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

“უგანდის მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას ყველა თავისი მოქალაქე და პატივი სცეს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ამის შეუსრულებლობა ძირს უთხრის ურთიერთობებს საერთაშორისო პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებაში

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *