Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა, ხოლო საბერძნეთმა კი მე-6 ადგილი დაიკავა

ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა, ხოლო საბერძნეთმა კი მე-6 ადგილი დაიკავა

2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ავსტრიის გამარჯვებით დასრულდა. მომღერალმა JJ-მ ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში 436 ქულა მიიღო და ავსტრიას ევროფესტივალზე მესამე გამარჯვება მოუტანა.

საბერძნეთმა კონკურსის ფინალში წარმატებით გადაინაცვლა და საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავა. 22 წლის კლავდიას შესრულებამ და სასცენო დადგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა პირველ ადგილზე გასასვლელად.

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ქვეყნის წარმატებას გამოეხმაურა, კლავდიას მიულოცა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის ნიჭიერებას და განაცხადა, რომ ამაყობს მისით არამხოლოდ თავად, არამედ სრულიად საბერძნეთი. 

ევროვიზიის ტრადიციისამებრ, კონკურსი მომავალ წელს სწორედ ავსტრიაში გადაინაცვლებს.

რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა. წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველო მარიამ შენგელიამ წარადგინა, სიმღერით Freedom, მაგრამ საქართველო კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *