19 მაისიდან საზაფხულო ბანაკი 2025-ზე რეგისტრაცია იწყება
19 მაისიდან საზაფხულო ბანაკი 2025-ზე რეგისტრაცია იწყება
19 მაისიდან, გაიხსნება ელ.პლატფორმა ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაციის ფორმების შესავსებად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს შშმ არასრულწლოვანი პირების მიღებასაც.
უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს.
1-ლი საზაფხულო ბანაკის პერიოდი გასტანს 15 ივნისიდან 29 ივნისამდე
მე-2 2 ივლისიდან 16 ივლისამდე
მე-3 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე
მე-4 3 აგვისტოდან 17 აგვისტომდე
ხოლო მე-5 კი 18 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.
შესაძლოა დროის მონაკვეთის ცვლილება, თუმცა თითოეულ ბავშვს არ შეუძლია 15 დღეზე მეტი გაატაროს ბანაკში.
რაც შეეხება შშმ პირებს მათთვის საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდი შემდეგია:
- 24 ივნისიდან 3 ივლისამდე
- 14 ივლისიდან 23 ივლისამდე
- 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე
- 11 აგვისტოდან 20 აგვისტომდე
- 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.
ამ შემთხვევაშიც დროის მონაკვეთის ცვლილება დასაშვებია, თუმცა მათ არ შეეძლებათ დაჰყონ 10 დღეზე მეტი ბანაკში.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება ჯამში 36 000 ბავშვს შეეძლება.
მონაწილეთა სიები კი 10 ივნისს გამოქვეყნდება.
