25 მაისიდან აფრიკული მტვერი ატმოსფეროს ტოვებს, ხოლო ტემპერატურა კი 8 გრადუსით დაიკლებს
25 მაისიდან აფრიკული მტვერი ატმოსფეროს ტოვებს, ხოლო ტემპერატურა კი 8 გრადუსით დაიკლებს
მნიშვნელოვნად შეიცვლება ტემპერატურა 25 მაისიდან, როცა ატმოსფეროდან აფრიკული მტვერი გადინებას დაიწყებს.
ატმოსფეროში პარალელურად ნალექის შემოდინება ტემპერატურის მნიშვნელოვან ვარდნას, წვიმას და საბერძნეთის ზოგიერთ რეგიონში ქარიშხალსაც გამოიწვევს.
მეტეოროლოგი თოდორის კოლიდასის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად კვირას, 25 მაისს საღამოს, ტემპერატურა სეზონისთვის შეუსაბამოდ, 7-8 გრადუსით იკლებს.
შაბათი, 24 მაისი იქნება ბოლო დღე ამ კვირაში, როცა საბერძნეთის მოსახლეობა საზაფხულო ამინდებით ტკბობას შეძლებს და როცა ტემპერატურა 28-30 გრადუსსაც კი მიაღწევს, ხოლო კუნძული კრეტას ჩრდილოეთ ნაწილში კი 35 გრადუსამდეც მოიმატებს.
Facebook Comments Box
