Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: დააკავეს 50 წლის მამაკაცი, რომელიც პარკში სამხედრო ფორმით და თვითნაკეთი ხმლით გადაადგილდებოდა

სისხლის სამართლის სასამართლომ  ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა 50 წლის მამაკაცს, რომელიც გასულ სამშაბათს, საღამოს, დაახლოებით 21:15 საათზე, თესალონიკის აგიოს ნექტარიოს ტერიტორიაზე მდებარე პარკთან სამხედრო ფორმაში და ჩექმებში  ჩაცმული და შენიღბული, თვითნაკეთი ხმლით ხელში  გადაადგილდებოდა.

ამ უჩვეულო სურათმა მშობლების და ბავშვების შიში გამოიწვია, რომლებიც იმ დროს მიმდებარე მოედანზე თამაშობდნენ.

გამვლელებმა და ტერიტორიის მცხოვრებლებმა, რომლებმაც მამაკაცი დაინახეს, ფაქტის შესახებ სასწრაფო მოქმედების ცენტრს შეატყობინეს.

ადგილზე დაუყოვნებლივ მისულმა პოლიციის ჯგუფმა მაშინვე დაიწყო ტერიტორიის ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულმა, როდესაც მიხვდა რომ დააკავებდნენ, ხმალი გამვლელ მანქანას ჩაუგდო. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილებით მიიყვანეს.

როგორც ოფიცერმა აჩვენა, ხელნაკეთი ხმალი დამზადებული იყო ლითონის ძალიან ბასრი ზოლისგან, რომელსაც შეეძლო სხეულისთვის სერიოზული ზიანის მიყენება.

თავის განცხადებაში ბრალდებული არადამაჯერებლად  უარყოფდა, რომ ხმლით დადიოდა და აცხადებდა, რომ ბასრი იარაღი მას არ ეკუთვნოდა.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *