ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა მძღოლს, რომელიც ხალანდრში, ავტობუსის გაჩერებაზე 3 ქალს დაეჯახა
ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა მძღოლს, რომელიც ხალანდრში, ავტობუსის გაჩერებაზე 3 ქალს დაეჯახა
სისხლის გუბეში და ყელის არეში მიყენებული ჭრილობით იპოვეს ავტომანქანის მძღოლი, რომელიც შაბათს ღამით ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა და 3 ქალბატონს დაეჯახა.
შეჯახების შემდეგ მძღოლმა გზა განაგრძო და დაახლოვებით 2 კილომეტრის მოშორებით, აღია ვარვარასა და კოდრუს ქუჩების კვეთაზე შეჩერდა. გამვლელები აცხადებენ, რომ მანქანიდან გადმოსული მძღოლი სისხლიანი იყო და ითხოვდა რომ მოეკლათ.
გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია მძღოლმა თავად მიიყენა ჭრილობა ყელის არეში ავტომანქანაში ნაპოვნი დანით, თუ მის მოკვლას ცდილობდნენ.
სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი დაკავების ბრძანება გასცეს და დაცვის ზედამხედველობის ქვეშ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
Facebook Comments Box
