Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

მკვლელობა ევრიტანიაში: მამაკაცმა მოკლა ძმა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა

ვრცელდება ინფორმაცია ევრიტანიაში მომხდარ სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით.

ადგილობრივი საზოგადოება  შეძრწუნებულია მამაკაცის სასტიკი მკვლელობით, რომელიც საკუთარი ძმის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა სახლში, სადაც ისინი მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ.

პრესის მიერ გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ძმას გაურკვეველი მიზეზით შეეკამათა, მსხვერპლი სახლიდან გავიდა, თავდამსხმელმა კი თოფი აიღო და ფანჯრიდან ესროლა, რის შედეგადაც ძმა სასიკვდილოდ დაჭრა.

ამავდროულად, მან ესროლა ოჯახის ცხენს და მოკლა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა პოლიციას შეატყობინა, რომ ძმა მოკლა და ითხოვა დაკავება. კარპენისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და მამაკაცი დააკავეს.

მომხდარი ტრაგედია  ადგილობრივ საზოგადოებას ბომბივით დაეცა. მოსახლეობა და დამსვენებლები, რომლებიც ამ დღეებში იმყოფებოდნენ სოფელში, ვერ იჯერებენ, რომ ასეთი დანაშაული მოხდა.

მსხვერპლს ახასიათებენ როგორც დადებით პიროვნებას, რომელიც ძალიან უყვარდა ყველას, ვინც მას იცნობდა.

მის ცხედარს ექსპერტიზაზე ლამიას სასამართლო-სამედიცინო ცენტრში გადაასვენებენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *