Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიUncategorized

მოძალადე ბავშვების მშობლებმა მითხრეს შევშვებოდი ამ საქმეს იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ – აცხადებს 9 წლის ბიჭის დედა

მოძალადე ბავშვების მშობლებმა მითხრეს შევშვებოდი ამ საქმეს იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ – აცხადებს 9 წლის ბიჭის დედა

ყოველდღიურ ჯოჯოხეთს გადიოდა 9 წლის ბიჭი კრეტადან, რომელზეც თანაკლასელები როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურადაც ძალადობდნენ.

ბიჭის თანაკლასელებმა ძალადობის ამსახველი კადრები Tik Tok-ის პლატფორმაზეც ატვირთეს და გარდა ვიდეო მასალისა პოლიციას მსხვერპლის დედამ მიაწოდა ხმის ჩანაწერებიც, რომლებშიც როგორც თავად 9 წლის ბიჭს, ასევე მის ოჯახს და დედასაც აყენებენ შეურაცხყოფას და ემუქრებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანაკლასელები ბიჭზე უკვე 2 წელია ძალადობენ.

“ყველაფერი განქორწინების შემდეგ დაიწყო, როცა საჭირო გახდა დამატებითი ფსიქოლოგიური დახმარება მიეღო ჩვენს შვილს და სკოლაში მორცხვობდა. ბავშვებთან, რომლებიც მასზე ძალადობდნენ, საბავშვო ბაღიდან მეგობრობდა. მაგრამ სამწუხაროდ როცა ჩემს შვილს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა მაშინ დაიწყეს მისი დაცინვა. ეძახდნენ ინვალიდს და სულელს. რამდენჯერაც ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა იმდენჯერ ნაცემი დაბრუნდა სახლში. როცა ვეკითხებოდი დაეცა თუ არა მპასუხობდა რომ არ ახსოვდა. როდესაც ბავშების მშობლებთან დასალაპარაკებლად მივედი ბოდიშის მოხდის ნაცვლად მითხრეს შევშვებოდი ამ საქმეს.” – აცხადებს დაზარალებულის დედა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *