Latest news
რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

ტინა ტერნერი, როკ-ენ-როლის დედოფალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტინა ტერნერი: როკ-ენ-როლის დედოფალი, სცენის ლეგენდა,  მის სახელს თან ახლდა ათობით სათაური, ისევე როგორც სიმღერები, რომლებიც მან მემკვიდრეობით დატოვა  და ეს არის ის,  რითიც  სამუდამოდ იცოცხლებს ადამიანების  მეხსიერებაში და მომავალ თაობებში.

ტინა ტერნერი გარდაიცვალა 2023 წლის 24 მაისს,საკუთარ სახლში, მისი წარმომადგენლის ოფიციალური განცხადების თანახმად, ხანგრძლივ ავადმყოფობასთან ბრძოლის შემდეგ.

ეს იყო ბოლო ბრძოლა მის ცხოვრებაში და ალბათ ერთადერთი, რომელიც წააგო. მისი მილიონობით გულშემატკივარი გლოვობს მის დაკარგვას და მუსიკალური სამყაროც უერთდება ამ გლოვას.

ამბობენ, კიდევ ერთი ანგელოზი ავიდა სამოთხეში, რათა მისი ხმა სხვებს შეერთებოდა, თუმცა  ტინას არასოდეს უყვარდა მელოდრამები,  დაბერებაც კი არ სურდა  და რათქმაუნდა არ ჩქარობდა ამ სამყაროდან  წასვლას.

ორი თვით ადრე, 9 მარტს, თირკმელების მსოფლიო დღეს, მან Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა განცხადება ხანგრძლივი ავადმყოფობის შესახებ, „ჩემი თირკმელები ჩემი რეალობის უარყოფის მსხვერპლია, მე თავს დიდ საფრთხეში ვაყენებ, რადგან არ ვმკურნალობ…დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა, რომ ჩემი სხეული ხელშეუხებელი და ურღვევი ციხე იყო“.

თუმცა მან ფენიქსივით   რამდენჯერმე მოახერხა ფერფლიდან აღდგენა ცხოვრების მანძილზე.

როგორც  ინტერვიუებში, ასევე თავის ავტობიოგრაფიებში (“მე, ტინა: ჩემი ცხოვრების ისტორია”, 1986წ. და “ჩემი სიყვარულის ისტორია”, 2019 წ.), მან ფართოდ ისაუბრა მის რთულ ბავშვობაზე და იმ განცდაზე, რომ მის მშობლებს არასდროს სურდათ იგი და არც არასდროს უყვარდათ, როცა ჯერ კიდევ ანა მეი ბალოკი იყო.

რა თქმა უნდა, მან  ბიოგრაფიულ ჩანაწერებში გვერდები დაუთმო ურთიერთობას აიკ ტერნერთან,  მის  მეორე ნახევართან, რომელიც მის ცხოვრებაში შევიდა, როგორც მაშველი რგოლი და გამოსავალი სიღარიბიდან და ბუნდოვანებიდან.

„როდესაც აიკს შევხვდი, ორი არჩევანი მქონდა: ან გამეგრძელებინა  ექთნად მუშაობა მის გარეშე ან დავრჩენილიყავი მის გვერდით და მემღერა, მე სიმღერა ავირჩიე“, – თქვა მან. თუმცა, აიკი, როგორც ქმარი იყო მჩაგვრელი და  მოძალადე, მაგრამ მან გაუძლო მის ძალადობრივ გამოხდომებს იმის გამო, რომ ოდესღაც  ძლიერ უყვარდა იგი.

ტინა ტერნერმა საბოლოოდ გაბედა დაეტოვებინა ეს მაშველი რგოლი, რომელიც ბოლოს ვეღარ იხსნიდა მას, პირიქით, ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად ექაჩებოდა ფსკერისკენ. ეს იყო 1976 წლის ივლისი, როდესაც  დალასში ღამით, მორიგი ჩხუბის შემდეგ, რომელიც ისევ ცემით დასრულდა, მან დატოვა სასტუმრო ოთახი, ჯიბეში კი  მხოლოდ 38 ცენტი ჰქონდა.

მან მიატოვა მოძალადე მეუღლე, მაგრამ  მიატოვა ასევე ბრწყინვალე კარიერაც, რადგან მათი დუეტი იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, გრემის პრემია მოიპოვა და დიდების ხეივანზე საკუთარი ვარსკვლავიც შეიძინა, თუმცა უკვე  აღარაფერი აინტერესებდა,  მას მხოლოდ ღირსების დაბრუნება და თავისი ცხოვრების სადავეების  ხელში აღება სჭირდებოდა.

წარმატება მის სოლო კარიერაში, რა თქმა უნდა, მაშინვე არ მოსულა, არავინ მოელოდა, რომ ის დაბრუნდებოდა, ვინ  იყო თინა აიკის გარეშე? უმრავლესობისთვის ის მხოლოდ 40 წელს გადაცილებული ქალი იყო, რომლის წარმატებაც  ქორწინების დასრულებასთან ერთად დასრულდა და ახლა მარტო გამოდიოდა პატარა სცენებზე და სასტუმროს ნომრებში ცხოვრობდა, თითქმის დაცემული და ყველასგან დავიწყებული, სანამ ალბომი “Private Dancer” არ გამოვიდა 1984 წელს და მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღმოაჩინა ტინა ტერნერი და მან გააღმერთა იგი.

დიახ, ტინა ტერნერი საუკეთესო იყო.  სოლო კარიერის მანძილზე  დაჯილდოვდა 12 გრემით, ხოლო  1988 წელს მან ადგილი დაიკავა გინესის რეკორდების წიგნში როგორც  ყველაზე მაღალანაზღაურებადმა საკონცერტო სოლო შემსრულებელმა.

ბოლო წლებში ის ცხოვრობდა შვეიცარიაში, ქვეყანაში, რომელიც იმდენად უყვარდა, რომ გადაწყვიტა გაეცვალა ამერიკის მოქალაქეობა შვეიცარიაზე.

ცხოვრობდა მეორე ქმართან, ერვინ ბახთან, მის დიდი ხნის საუკეთესო მეგობართან ერთად, რომელზეც საბოლოოდ 2013 წელს დაქორწინდა.

თირკმელების უკმარისობა არ იყო ერთადერთი დაავადება რომელიც მას აწუხებდა. წინა წლებში გადაიტანა  ინსულტი და ნაწლავის კიბოთი დაავადდა, თუმცა  გაუძლო  ყველაფერს, მათ შორის ორი ვაჟის გარდაცვალებას: კრეიგმა თავი მოიკლა 2018 წელს, 58 წლის ასაკში, ხოლო რონი გარდაიცვალა გასულ დეკემბერში 62 წლის ასაკში.

ტინა ტერნერმა ბუდიზმის დახმარებით მოახერხა შინაგანი სიმშვიდის პოვნა და მის თავს მომხდარი ყველა უბედურება ცხოვრების გაკვეთილად აქცია.

ტინა ტერნერი გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, იცხოვრა არც თუ ბედნიერი თუმცა წარმატებით და აღიარებით სავსე ცხოვრებით და სამუდამოდ დარჩა თაყვანისმცემლების გულებში  როგორც სცენის ყველაზე ცეცხლოვანი დედოფალი განუმეორებელი ხმით და უშრეტი ენერგიით სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *