Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: სტომატოლოგთან ვიზიტზე მისული 40 წლის ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

წარმოუდგენელი ინციდენტი მოხდა ბოლო  24 საათის განმავლობაში კრიტზე, როდესაც სტომატოლოგთან მისული 40 წლის ქალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

კერძოდ, გასულ ორშაბათს 40 წლის ქალი მესარაში, ცნობილ სტომატოგთან მივიდა,როგორც კი ექიმმა საანესთეზიო ინექცია გაუკეთა, მან  გონება დაკარგა.

სტომატოლოგმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სასწრაფო დახმარების ცენტრს.

ადგილზე მისულმა ბრიგადამ  პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მისი  ინტუბაცია მოახდინეს და  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

ფაქტობრივად, თავიდანვე გამოირიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სტომატოლოგის კაბინეტში გაკეთებული  ინექცია იყო გამომწვევი პაციენტის გონების დაკარგვის.  ჩატარდა მთელი  რიგი ტესტური  გამოკვლევებისა  გამომწვევი  მიზეზების დასადგენად.

ამბავმა, რომ 40 წლის აღმზრდელი  სიცოცხლისთვის იბრძვის, მესარას მთელი ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო.

აღნიშნული პიროვნება  პროფესიით ბაღის აღმზრდელია და ასევე არის კულტურული ასოციაციის პრეზიდენტი.

ის ყველას განსაკუთრებულად უყვარს, რადგან მისმა აქტიურმა ჩართულობამ  სოციალურ საქმიანობაში უკვე დატოვა კვალი.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *