კრიტი: სტომატოლოგთან ვიზიტზე მისული 40 წლის ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს
წარმოუდგენელი ინციდენტი მოხდა ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიტზე, როდესაც სტომატოლოგთან მისული 40 წლის ქალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
კერძოდ, გასულ ორშაბათს 40 წლის ქალი მესარაში, ცნობილ სტომატოგთან მივიდა,როგორც კი ექიმმა საანესთეზიო ინექცია გაუკეთა, მან გონება დაკარგა.
სტომატოლოგმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სასწრაფო დახმარების ცენტრს.
ადგილზე მისულმა ბრიგადამ პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მისი ინტუბაცია მოახდინეს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
ფაქტობრივად, თავიდანვე გამოირიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სტომატოლოგის კაბინეტში გაკეთებული ინექცია იყო გამომწვევი პაციენტის გონების დაკარგვის. ჩატარდა მთელი რიგი ტესტური გამოკვლევებისა გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
ამბავმა, რომ 40 წლის აღმზრდელი სიცოცხლისთვის იბრძვის, მესარას მთელი ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო.
აღნიშნული პიროვნება პროფესიით ბაღის აღმზრდელია და ასევე არის კულტურული ასოციაციის პრეზიდენტი.
ის ყველას განსაკუთრებულად უყვარს, რადგან მისმა აქტიურმა ჩართულობამ სოციალურ საქმიანობაში უკვე დატოვა კვალი.
