Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
პარასკევი, მაისი 8, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ირაკლიო: 31 წლის კაცი ტურისტზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

ირაკლიო: 31 წლის კაცი ტურისტზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოში 31 წლის სირიის მოქალაქე 21 წლის ბრიტანელ ტურისტზე სექსუალურად ძალადობის გამო დააკავეს.

cretapost.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 21 წლის ტურისტი მალიაში საზაფხულო არდადეგების გასატარებლადაა ჩასული და კვირას ერთ-ერთ ბარში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ კაცმა, რომელიც ბარში გაიცნო, მიტოვებულ ადგილას წაიყვანა და გააუპატიურა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ტურისტი დაუყოვნებლივ პოლიციის შენობაში მივიდა დახმარების სათხოვნელად. 

განყოფილებაში საჩივრის შესვლის შემდეგ პოლიციამ მალევე დააკავა ბრალდებული. 

დაზარალებულს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა რათა დადგინდეს აღენიშნება თუ არა მას ფიზიკური ძალადობის კვალი სხეულზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *