Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

სიცხის ტალღის გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი სამუშაოების შეჩერების ბრძანება გაიცა

სიცხის ტალღის გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი სამუშაოების შეჩერების ბრძანება გაიცა

ღია ცის ქვეშ მომუშავეთათვის სამუშაოების შეჩერებისა და სხვა დანარჩენი კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის დისტანციურად (სახლიდან) მუშაობის განკარგულება გასცა შრომისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეული სიცხის ტალღის გამო.

აღანიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ  საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილების შემდეგ მიიღო, რომელშიც სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ საბერძნეთის უმეტეს რეგიონში 42 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

გაცემული განკარგულების თანახმად სამუშაო საათები შეჩერდება 12:00-17:00 დროის მონაკვეთში. აღნიშნული განკარგულება ეხება კერძო სექტორის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ღია ცის ქვეშ, მშენებლობებზე, კურიერებად და ადამიანებს, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ამ დრპის მონაკვეთში უწევთ ქუჩაში გადაადგილება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *