კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს
კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს
საბერძნეთის წითელი ჯვარი საბერძნეთის ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით 2026 წლის 15 სექტემბერს, 21:00 საათზე, ათენში სიმბოლურ და ისტორიულ კალიმარმარო-პანათენაიკოსის სტადიონზე, განსაკუთრებულ მუსიკალურ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებას სახელწოდება „მშვიდობის, იმედისა და ჰუმანიზმის ცეცხლი კვლავ ანთია“ აქვს და მუსიკალურ მნიშვნელობასთან ერთად, განსაკუთრებულ ჰუმანიტარულ და სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს.
ღონისძიებაზე დასწრება ყველასთვის უფასოა.
მაყურებელთა გადაადგილების გასამარტივებლად, დღეს ათენში მეტროსა და ტრამვაის მუშაობის საათები გახანგრძლივდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო რეისები შესაბამის ხაზებზე სპეციალური განრიგით შესრულდება.
ღონისძიება მშვიდობის, იმედისა და ადამიანური სოლიდარობის იდეებს ეძღვნება და აერთიანებს მუსიკალურ ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ გზავნილს.
მეტროს პირველი ხაზის ბოლო მატარებელი გაივლის:
ΠΕΙΡΑΙΑ – ΚΗΦΙΣΙΑ – 01:00,
ΚΗΦΙΣΙΑ – ΠΕΙΡΑΙΑ – 01:00,
ΟΜΟΝΟΙΑ – ΠΕΙΡΑΙΑ – 01:32,
ΟΜΟΝΟΙΑ – ΚΗΦΙΣΙΑ – 01:19,
ΜΟΝΑΣΤΗΡΑΚΙ – ΠΕΙΡΑΙΑ – 01:34,
ΜΟΝΑΣΤΗΡΑΚΙ – ΚΗΦΙΣΙΑ – 01:16.
მეტროს მეორე და მესამე ხაზის ბოლო მატარებელი გაივლის:
Σύνταγμα-დან ყველა მიმართულებით – 02:00
Ανθούπολη – Ελληνικό – 01:43,
Ελληνικό – Ανθούπολη – 01:40,
Ομόνοια – Ελληνικό – 01:54,
Ομόνοια – Ανθούπολη – 02:03,
Αττική – Ελληνικό – 01:49,
Αττική – Ανθούπολη – 02:07,
Δημοτικό Θέατρο – Δ. Πλακεντίας – 01:34,
Δ. Πλακεντίας – Δημοτικό Θέατρο – 01:38,
Μοναστηράκι – Δ. Πλακεντίας – 01:55 &
Μοναστηράκι – Δημοτικό Θέατρο – 02:02.
რაც შეეხება ტრამვაის ბოლო რეისებს:
Σύνταγμα – Πικροδάφνη – 01:40,
Σύνταγμα – Ασκληπιείο Βούλας – 01:40,
Σύνταγμα – Ακτή Ποσειδώνος Πειραιά – 00:30.
