Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ჯოჯოხეთური წუთების გავლა მოუწია 14 წლის გოგონას რომელიც ოთხმა კაცმა გააუპატიურა

ჯოჯოხეთური წუთების გავლა მოუწია 14 წლის გოგონას რომელიც ოთხმა კაცმა გააუპატიურა

სულისშემძვრელი, უკიდურესად შოკისმომგვრელი ფაქტი დაფიქსირდა გუშინ ღამით, როცა 14 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს.

გამოძიებამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 მოძალადის ვინაობა დაადგინდა და ორივე განყოფილებაში გადაიყვანა. ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობა კი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა 14 წლის გოგონა სახლიდან იმ კაცთან შესახვედრად გავიდა, ვინც ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. პოლციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა კაცმა გოგონა მანქანით თავის სახლში წაიყვანა. სახლში მალევე კივიდნენ კაცის ძმა და მათი 2 მეგობარი. სწორედ მაშინ დაიწყო გოგონასთვის ჯოჯოხეთი, ის რაც მოხდა უკიდურეს, ავადმყოფურ ფანტაზიასაც კი სცდება.

გოგონაზე ოთხივე კაცმა ერთდროულად იძალადა და როგორც კი დაასრულდა სექსუალური აქტი გოგონა სახლიდან გაუშვეს. შეშინებულმა გოგონამ მშობლებს დაურეკა, რომლებმაც მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძალადობის მსხვერპლის სხეულზე მიყენებულმა დაზიანებებმა ექიმებსაც კი შოკი მოჰგვარა.

გრძელდება გამოძიება დანარჩენი 2 მოძალადის ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *