Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში

როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში

2026 წლის 25 ნოემბერს საბერძნეთის საჯარო სექტორში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა გაიმართება, რომელსაც მასწავლებლებიც შეუერთდებიან. გაფიცვა საჯარო მოხელეთა უმაღლესი პროფკავშირული გაერთიანების (ΑΔΕΔΥ) ორგანიზებით ტარდება და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და პედაგოგთა შრომით პირობებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე სკოლების საყოველთაო დახურვის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სასწავლო პროცესი თითოეულ სკოლაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი მასწავლებელი შეუერთდება გაფიცვას. შესაბამისად, ზოგიერთ სკოლაში გაკვეთილები შესაძლოა საერთოდ არ ჩატარდეს, სხვაგან კი შეიცვალოს ცხრილი, გაკვეთილების ხანგრძლივობა ან მოსწავლეთა სკოლაში მისვლისა და წამოსვლის დრო. ცვლილებები შესაძლოა შეეხოს გახანგრძლივებულ სასწავლო პროგრამებსაც. მშობლებს რეკომენდაცია ეძლევათ ინფორმაცია უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციასთან გადაამოწმონ.

საშუალო განათლების მასწავლებელთა ფედერაცია (ΟΛΜΕ) მოითხოვს სკოლებში არსებული კადრების დეფიციტის აღმოფხვრას, ვაკანტური ადგილების მუდმივი კადრებით შევსებას და დროებითი მასწავლებლების შრომითი უფლებების გათანაბრებას მუდმივი თანამშრომლების უფლებებთან. ასევე, ორგანიზაცია ეწინააღმდეგება მოსწავლეთა კლასების გაერთიანებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას 27-28-მდე გაზრდის.

გაფიცვის მონაწილეები ხელფასების ზრდას, 13-ე და მე-14 ხელფასების აღდგენას, განათლების დაფინანსების მშპ-ის 5%-მდე გაზრდასა და სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითხოვენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო შენობების უსაფრთხოებას, მათ ტექნიკურ შემოწმებასა და სეისმური მდგრადობის შეფასებას.

მასწავლებელთა მოთხოვნებს შორისაა ასევე მოქმედი შეფასების სისტემის გაუქმება, პედაგოგთა შრომითი უფლებების დაცვა და პროფკავშირული საქმიანობის გამო მათ წინააღმდეგ დისციპლინური დევნის შეწყვეტა.

ათენში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ცენტრალური საპროტესტო აქცია 25 ნოემბერს, 10:30 საათზე, კლავთმონოსის მოედანზე (Πλατεία Κλαυθμώνος) გაიმართება.

ამავე დროს, მოსწავლეთა საპროტესტო აქცია პროპილეაზე (Προπύλαια) ასევე 10:30 საათზეა დაგეგმილი. მოსწავლეები მოითხოვენ უსაფრთხო და თანამედროვე სასკოლო შენობებს, განათლების სათანადო დაფინანსებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *