Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა

საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა

საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრის ღირებულება გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 18%-ით გაიზარდა და 220,75 ევრო შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საბერძნეთის მომხმარებელთა გენერალური ფედერაცია (ΙΝΚΑ) ავრცელებს.

ფედერაციის შეფასებით, თანხა გათვლილია 4-6 ადამიანზე და მოიცავს მხოლოდ შობის დღეს სადილისა და ვახშმისთვის საჭირო პროდუქტებს. ოთხსულიანი ოჯახისთვის ხარჯი ერთ ადამიანზე დაახლოებით 55,20 ევროს შეადგენს.

საშობაო სუფრის ძირითადი ხარჯები მოიცავს ინდაურს (32 ევრო), ცხვრის ხორცს (38 ევრო), ძეხვეულს (14 ევრო), ყველს, ღვინოს, გამაგრილებელ სასმელებსა და ტრადიციულ საშობაო ტკბილეულს. ინდაურის შიგთავსისთვის გათვალისწინებულია დამატებით 22 ევრო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თანხაში არ შედის დამატებითი ხარჯები ზეთზე, ლიმონზე, კვერცხზე, ელექტროენერგიასა და საშობაო დეკორაციებზე, რომელთა ღირებულება დაახლოებით 10 ევროდ არის შეფასებული.

ფედერაციის მონაცემებით, საშობაო სუფრის ღირებულება ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება: 2024 წელს ის 156,02 ევრო იყო, 2025 წელს – 186,85 ევრო, ხოლო 2026 წელს უკვე 220,75 ევროს მიაღწია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *