საბერძნეთის ტერიტორიაზე 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურა 9 ივლისამდე შენარჩუნდება
საბერძნეთის ტერიტორიაზე 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურა 9 ივლისამდე შენარჩუნდება
სრულიად ევროპას გადაუარა გაუსაძლისმა სიცხის ტალღამ. ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება. ესპანეთსა და პორტუგალიაში კი ბარომეტრმა 46 გრადუსსაც მიაღწია.
გაუსაძლისი სიცხეების უკან “თერმული გუმბათის” ფენომენი დგას, რომლის დროსაც დღეების, კვირაბისა და ხანდახან თვეების განმავლობაშიც კი ერთი ან რამდენიმე რეგიონისა თუ ქვეყნის თავზე თბილი ჰაერის მასები გროვდება და ატმოსფეროში ჯიუტად რჩება. ისე, თითქოს ატმოსფეროს ქვაბის თავსახური ახურავს.
თოდორის კოლიდასმა აღნიშნულ ფენომენს “ჩუმი მკვლელი” უწოდა, რადგან განსაკუთრებით ზრდის მოხუცებულებსა და ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს. აღნიშნული ფენომენის დროს ადვილად ხურდება ორგანიზმი, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალების ორგანიზმი, რაც ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს.
მომავალი კვირის ყველაზე ცხელი დღეები 8 და 9 ივლისი იქნება, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს სრულიად ქვეყნის მასშტაბით.
