Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მოიტან 150 ევროს და გაივლი – ვრცელდება საბაჟოს თანამშრომლების დიალოგები მავრომატის საზღვრიდან

მოიტან 150 ევროს და გაივლი – ვრცელდება საბაჟოს თანამშრომლების დიალოგები მავრომატის საზღვრიდან

ფარდას ხდის ყველა დანაშაულებრივ ქმედებას მავროპამტის საბაჟოზე ჩაწერილი თანამშრომლების მძღოლებთან დიალოგები, რომლებიც სპეც ოპერაციის ფარგლებში სამართალ დამცავმა ორგანოებმა მოიპოვეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თანამშრომლებს 300-ზე მეტი ქრთამი ჰქონდათ აღებული, რაც ჯამში ათიათასობით ევროს შეადგენს.

შოკის მომგვრელია დიალოგები, რომლებიც სოც.მედიაში ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანი თანამშრომლისა და მძღოლის დიალოგს ასახავს, როცა საბაჟოს თანამშრომელი მიხვდა რომ მძღოლი რაღაცას მალავდა და “ყავის” სანაცვლოდ თვალის დახუჭვა შესთავაზა:

თანამშრომელი: მოიტანე ერთი “ყავა” და გაიარე, მოიტანე ერთი “ყავა” და გაიარე.

მძღოლი: გავიარო?

თანამშრომელი: მოიტანე ერთი “ყავა” და გაიარე. კარგი რა, 10 ლიტრი უთხარი და რეალურად 30 გაქვს. მოდი მოდი ერთი შემოდი შიგნით არ დაგინახონ მანდ, მოდი, დაგვიტოვე ერთი “ყავა” და გაიარე.

შემაშფოთებელია მეორე დიალოგიც, რომელშიც საბაჟოს თანამშრომელი მძღოლს 3 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გამოწერით ემუქრება საბერძნეთის ტერიტორიაზე 7 თვიანი ყოფნის გამო, რადგან კანონით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა. დიალოგში ნათლად იკითხება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც თანამშრომელი მოქალაქეზე ახდენს, ბოლოს კი 150 ევროს სანაცვლოდ სთავაზობს თვალის დახუჭვას, რაზეც მოქალაქე თანხმდება. 

შეგახსნებთ, რომ ამ ეტაპისთვის დაკავებულია გამშვები პუნქტის დირექტორი და 13 თანამშრომელი, რომლებსაც ბრალი ქრთამის აღებაში ედებათ.

სპეცოპერაციის მთავარი ცენტრი მავრომატის გამშვები პუნქტია, რომელიც საბერძნეთი ალბანეთის საზღვარზეა.

სპეცოპერაციის შედეგად დადგინდა, რომ საბაჟოს თანამშრომლები ან ნაწილობრივ შემოწმებას ატარებდნენ, ან სრულიად თვალს ხუჭავდნენ პროდუქციაზე, რომელიც საზღვარზე გადმოდიოდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *