Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ორგანიზებული პლაჟები: რა ეღირება ამ ზაფხულს ზღვის სანაპიროებზე გასვლა

ერთ-ერთი ბერძნული სატელევიზიო არხის მიერ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ამ ზაფხულისთვის ატიკის ორგანიზებულ პლაჟებზე საგრძნობლად მომატებულ ფასებს.

როგორც ჩანს, ამ სეზონზე შესასვლელი ბილეთების, შეზლონგების და კვების პროდუქტების საფასური   ოჯახებისთვის საკმაოდ მიუწვდომელია.

რა თქმა უნდა, ფასების დიაპაზონი განსხვავდება პრეფერენციების მიხედვით, მაგალითად, თუ სანაპიროზე გადიხართ  შაბათ-კვირას საფასური მეტია,  თუ  სამუშაო დღეებში შედარებით ნაკლები, ასევე შეზლონგის საფასური განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რომელ რიგიშია  განლაგებული.

მაგალითად, ალიმოს სანაპიროზე შესვლა  6 ევრო ღირს, ხოლო შეზლონგი 2 ევრო, შაბათ-კვირას კი 8 ევრო.

შეზლონგზე ბილეთი ფასდაკლებით  3 ევროა, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის  შესვლა უფასოა.

ვულიაგმენის ორგანიზებულ პლაჟზე  შესვლის ძირითადი საფასური  ერთ ადამიანზე 10 ევროა, ხოლო ფასდაკლებით 5 ევრო, 5 წლამდე ბავშვებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისთვის შესვლა უფასოა.

შეზლონგების ღირებულება სამუშაო დღეებში 20-30 ევროა, შაბათ-კვირას კი 30-40 ევროს ფარგლებშია, იმის მიხედვით, თუ რა პოზიციას აირჩევთ.

სანაპირო ზოლთან ახლოს, ცოტა უკან ან უბრალოდ შაბათ-კვირას ფასი 30-დან 40 ევრომდე ადის, ხოლო თუ ყავასაც შეუკვეთავთ, ფასი  4 ევროა,  წვენი 6.5ევრო, ხოლო  სენდვიჩი 15 ევრო.

კავურის სანაპიროზე შეზლონგების კომპლექტის ღირებულება 14 ევროს აღწევს, ხოლო ერთი დოზა ნაყინის ფასი 3 ევრო, გრანიტა კი 4 ევრო ღირს.

აქედან გამომდინარე მოქალაქეები შარშანდელთან შედარებით ფასების  25%-იან ზრდაზეც კი საუბრობენ.

ამ ფონზე  ოთხსულიანი ოჯახს ერთი დღით ზღვაზე წასვლის საფასური დაახლოებით  64 ევროს  აღწევს, ანუ დღე-ნახევარზე მეტი (35 ევრო) მხოლოდ შეზლონგზე და ქოლგაზე ზღვის გვერდით სასმელისა და საკვების გარეშე. და ეს  მხოლოდ ატიკაში, რადგან კუნძულებზე ფასები ბევრად  მაღალია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *