Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოხალისეს თავს დაესხნენ

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოხალისეს თავს დაესხნენ

კაცი, რომელიც ბაზარში უკანონოდ ყიდდა ლეკვებს, თავს დაეხა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოხალისეს, ანდა პანაიოტოპულუს.

ilialive.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ანდამ დაინახა კაცი, რომელიც უბანში ცნობილია მისი უხეში დამოკიდებულებით ცხოველთა მიმართ. როცა კაცს მიუახლოვდა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა ლეკვებთან დაკავშირებით კაცმა უხეშად უპასუხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში დაარტყა და თმებით ითრია.

“ლახენას ბაზარში ვიყავი როცა შევნიშნე რომ ლეკვებს ყიდდა. აღნიშნული პირი ადრეც იყო დაკავებული ცხოველების მიმართ ძალადობრივი ხასიათის გამოვლენის გამო. ვკითხე რას აკეთებდა ლეკვებთან ერთად და სწორედ მაშინ შემომიტია. სახეში დამარტყა და თმით მითრია ხალხის წინ. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მეჩივლა.” – აცხადებს მოხალისე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელი უკვე დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *