Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

OASA: ავტობუსების ზოლში მოძრაობის დროს დარღვევების აღმოსაჩენად ახალი კამერები დამონტაჟდება

უახლოეს მომავალში ათენის ცენტრალურ ნაწილებში თორმეტი თანამედროვე ციფრული კამერის დამონტაჟება იგეგმება, რათა ავტობუსების ზოლებში მძღოლების მიერ მოძრაობის დროს მომხდარი დარღვევები  დააფიქსირონ.

აღნიშნული კამერები, გარდა დარღვევის დაფიქსირებისა, სამართალდამრღვევთა საცხოვრებელ მისამართებზეც  გაგზავნილი ზარითაც შეძლებენ სიჩქარის ლიმიტის დარღვევის აღმოჩენის შესახებ შეტყობინებას.

ამ ღონისძიებით იგეგმება  სატრანსპორტო მოძრაობის მწვავე პრობლემის აღმოფხვრა  რომელიც ჭარბობს დედაქალაქში, ასევე მიზნად ისახავს მოძრაობის ეფექტური მართვას, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის სერვისების გაუმჯობესებას და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ავტობუსების ზოლში დარღვევისთვის 12 ახალი ციფრული კამერა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რეგიონის სპეციალიზებულ კომპანიასთან მიწოდების პროცესშია, რომელსაც თან ახლავს მუდმივი კვების წყაროს ჯიხურები. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 366 200 ევროს (დღგ-ს დამატებით).

სისტემის ფუნქციონირებისთვის საგზაო მოძრაობის შესაბამის დირექტორატებში დამონტაჟდება ორი სამუშაო სადგური, სადაც ისინი დაამუშავებენ და გასცემენ ავტობუსების მოძრაობის დროს სამართალდარღვევის ფაქტების დამადასტურებელ მოწმობებს.

დარღვევების დადასტურება და აღრიცხვა მოხდება  სატრანსპორტო საშუალებებზე რადარით დაკვირვებით  და ვიდეო გადაღებით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *