3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას
3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას
10, 11 და 12 ივლისი გაუსაძლისი სიცხეებისგან ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს, რადგან სიცხის ტალღა დროებით დატოვებს ატმოსფეროს.
მეტეოროლოგი გიორგოს ცატრაფილიასის მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად შაბათის, 12 ივლისის ჩათვლით საბერძნეთის მოსახლეობას ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცემა: “ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 32-33 გრადუსი იქნება.”
თუმცა კვირიდან, 13 ივლისიდან საბერძნეთს ახალი სიცხის ტალღა გადაუვლის, რომელიც მთელ კვირას გასტანს და პიკს პარასკევს, 18 ივლისს მიაღწევს, როცა ბარომეტრის მაჩვენებელი ისევ 40 გრადუსს გადააჭარბებს.

Facebook Comments Box
