Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

იანის კალიანოსი ქურდობის მსხვერპლი გახდა-ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები და მისი მესიჯი ქურდს

ხუთშაბათს, ღამის 20:40 საათზე, ვულაში, ნეა დემოკრატიის დეპუტატის იანის კალიანოსის საცხოვრებელ სახლში მძარცველი შეიჭრა. დეპუტატმა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული ქურდობის ამსახველი 15 წუთიანი ვიდეო ფეისბუქზე გამოაქვეყნა თან დართული პოსტით, სადაც ის საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართავს ქურდს: „მე გპირდები, რომ რამდენიმე დღეში პირადად მნახავ”.

როგორც იანის კალიანოსი თავის პოსტში აღწერს, არეული სახლი პირველად მისმა მეუღლემ ნახა.

„დამირეკა და ყვიროდა – კანკალებდა, ჩვენი შვილი ტიროდა. არც კი ვიცი, როგორ მივედი სახლში, არც მახსოვს, საიდან გავიყვანე მანქანა. იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემმა მეუღლემ და შვილმა გამოიარეს, გპირდები, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. ეს ადამიანი, რომელიც ჩემს პირად-პირად სივრცეს არ სცემს პატივს და მშობლებისგან ისწავლა, რომ  სახლების ძარცვა სწორი საქციელია, სასამართლოს წინაშე დადგება“, – წერს თავის პოსტში იანის კალიანოსი.

იანის კალიანოსის სახლის ძარცვის კადრები:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *