ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი მძვინვარებს
ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი მძვინვარებს
ძლიერი სიცხის ტალღისა და გაბატონებული ქარების გამო უმნიშვნელო ცეცხლიც კი მალევე ედება დიდ მასშტაბებს და უკონტროლო ხდება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ტერიტორიაზე არსებული მასალა ხანძრის გამძვინვარებისთვის ხელსაყრელია.
სწორედ ეს მოხდა გუშინ საღამოს სალონიკში, კერძოდ სინდუში მდებარე ნარჩენების გადამამუშავებელ ტერიტორიაზე.
ცეცხლი გადასამუშავებელ მასალას არის მოდებული. მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა უშედეგოდ.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე იმყოფება 12 მეხანძრე 5 სახანძრო მანქანით.
საქმე გვაქვს უკვე მეორე ხანძართან ბოლო 24 საათის განმავლობაში, რომელიც სინდოს ტერიტორიაზე მდებარე ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა.
Facebook Comments Box
