Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: ნასვამმა მამაკაცმა მეუღლეს მათი 6 წლის ქალიშვილის თანდასწრებით სცემა

საბერძნეთში ბოლო წლებში მომხდარი ინციდენტების გრძელ სიას ოჯახში ძალადობის  მომრავლებული  შემთხვევებიც ემატება.

ამჯერად ძალადობის მსხვერპლი გახდა 36 წლის ქალი ვოლოსში,  რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ მათი 6 წლის ქალიშვილის  თანდასწრებით  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა გუშინ, შუადღისას მოხდა- „სერიოზული  პრობლემა მაქვს, ძალიან მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვს, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოხდა, მაგრამ არ მახსოვს“, – განაცხადა დაკავებულმა მამაკაცმა.

მომხდარმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა  6 წლის ბავშვს, რომელიც უყურებდა თუ როგორც ცდილობდა მისი დედა განრისხებული მამისგან თავის დაღწევას, როდესაც  მას სცემდა.

საბოლოოდ  გადაწყდა, რომ დაიწყოს კრიმინალური მედიაციის პროცესი, რათა მათ ურთიერთობას მეორე შანსი მისცენ, იმ პირობით, რომ 40 წლის მამაკაცი მკურნალობას დაიწყებს, რადგან როგორც თვითონაც აღიარებს ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *