როდემდე გასტანს სიცხის ტალღა საბერძნეთის ტერიტორიაზე
როდემდე გასტანს სიცხის ტალღა საბერძნეთის ტერიტორიაზე
კიდევ 24 საათის გატარება მოუწევს დასავლეთ საბერძნეთს გაუსაძლისი სიცხის პირობებში მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკის პროგნოზის თანახმად.
მეტეოროლოგმა პირად Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესინიაში 45, ამფილოხიაში 44, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში 41-43 გრადუსი დაფიქსირდა.
მეტეოროლოგი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს კიდევ მომდევნო 24 საათის განმავლობაში. ორშაბათიდან კი საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად ტემპერატურამ ეტაპობრივად უნდა იკლოს.
Facebook Comments Box
