Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ლარისა: გვალვამ პინიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია 

ლარისა: გვალვამ პინიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია 

ზაფხულის მოსვლასთან ერთად სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემა საბერძნეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო საგრძნობი ხდება.

საბერძნეთი მსოფლიოში მე-19 ადგილს იკავებს წყლის დეფიციტის რისკის მხრივ. აღნიშნულ ფენომენს კი კლიმატის ცვლილება, ისევე როგორც წყლის არასწორი და გადაჭარბებული მოხმარება მკვეთრად აუარესებს. 

ლარისასთან მდებარე პინიოს მდინარის წყლის დონემაც დრამატულად იკლო ქვეყანაში გაბატონებული გვალვის გამო. 

სააგენტო Eurokinissi-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მდინარის კალაპოტი ლარისასა და ტრიკალას მონაკვეთში თითქმის სრულიად დამშრალია რაც გარშემო ტერიტორიაზე არსებული მიწისნაკვეთების უნაყოფოდ დარჩენის საშიშროებას აჩენს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *