Latest news
რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ დედას დღეს გადაიყვანენ პროკურორთან ჩვენების მისაცემად 

4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ დედას დღეს გადაიყვანენ პროკურორთან ჩვენების მისაცემად 

პალეო ფალიროში ნაპოვნი დამხრჩვალი გოგონას დედა 27 წლის ალჟირის მოქალაქეა, რომელსაც დღეს, შაბათს, 2 აგვისტოს გადაიყვანენ პროკურორთან ჩვენების მისაცემად.

ბრალდებულმა დაკავებისას განაცხადა, რომ გოგონა სახლში, სააბაზანოში დაშავდა. თუმცა მას დახმარების თხოვნის შეეშინდა, რადგან საბუთები არ აქვს და იფიქრა, რომ დააკავებდნენ. სწორედ ამიტომ წაიყვანა გოგონა სანაპიროზე მის 2 შვილთან ერთად და დაშავებული სანაპიროზე მიატოვა.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულს წარსულშიც ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოებისგან გაფრთხილება მიღებული არასრულწოვნის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ გარემოში მიტოვების გამო. 

ექიმი დიმიტრის ღალენდერისი, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად სხეულზე აღმოჩენილ ძალადობრივ კვალზე საუბრობს: “გოგონას ფილტვებში წყალი და ქვიშა აღმოაჩნდა, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ სიკვდილი დახრჩობის შედეგად დადგა. გოგონა სანაპიროზე დაიხრჩო და არა ღია ზღვაში, რაც თავისთავად გამორიცხავს გოგონას სააბაზანოში დაშავების ისტორიას, რომელიც დედამ მოყვა. თავის არეში მიყენებული დაზიანებები, ასევე სახეზე და ტანზე მიყენებულია მაშინ, როცა გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რაც ჰბადებს ეჭვს, რომ ის განზრახ მოიშორეს თავიდან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *