Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
შაბათი, აპრილი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბავშვო ბაღები: ვაუჩერების მისაღებად დარეგისტრირებული მშობლები შედეგების ნახვას 22 აგვისტოს შეძლებენ

საბავშვო ბაღები: ვაუჩერების მისაღებად დარეგისტრირებული მშობლები შედეგების ნახვას 22 აგვისტოს შეძლებენ

2025-2026 წლების ეროვნული ფონდის მიერ გასაცემი ვაუჩერებისთვის საბავშვო ბაღებისთვის პლატფორმა ყველა საგადასახადო ID ნომრისთვის (ΑΦΜ)  5 აგვისტოდან გაიხსნა.

ელექტრონული განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს: „ბავშვების სკოლამდელ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ასევე სკოლის ასაკის ბავშვების, მოზარდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ პროგრამაში.

წელს გაცემულს ვაუჩერებს ექნებათ 2 წლის ვადა, რაც მშობლებს შემდეგი სასწავლო წლისთვის ხელახლა განაცხადის შეტანის პროცესისგან გაათავისუფლებს.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება 14 აგვისტომდე შეეძლოთ, შედეგები კი გამოქვეყნდება ΕΕΤΑΑ-ს ვებ.გვერდზე პარასკევს, 22 აგვისტოს. დაინტერესებული პირები შედეგების ნახვას შეძლებენ taxisnet-ის კოდების მეშვეობით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *