Latest news
დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები საბერძნეთის პოლიციამ დედის დღესთან დაკავშირებით სახალისო ვიდეო გადაიღო დედის დღესთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბის ოლიმპიაკოს პატარა წევრებმა დედებს გულის ამაჩუყებელი წერ... C130-ით მოხდება ბერძენი ტურისტის ტრანსპორტირება, რომელიც MV Hondius-ის კრუიზზე იმყოფებოდა 10 მაისს საბერძნეთში დედის დღეს აღნიშნავენ საბერძნეთში დღეს საერთაშორისო ველორბოლის მეორე დღეა სპეციალისტები რესპირატორული დაავადებების მქონე პირებს 12 მაისამდე ღია ცისქვეშ არასაჭირო გადაადგილები... დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთი

ნეა ფილადელფია: მიხალის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილები ხორვატი, ალბანელი და სამი ბერძენი არიან

29 წლის მიხალის კაცურის  მკვლელობაში ხუთი მთავარი ეჭვმიტანილი გამოიკვეთა.

აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდებოდა უშუალოდ იმ ადამიანის ძებნაზე, რომელმაც გარდაცვლილს სასიკვდილო  დარტყმა მიაყენა.

ძიების შედეგად პოლიციამ  გამოავლინა ხუთი მთავარი ეჭვმიტანილი. ისინი არიან- ხორვატი, ალბანელი და სამი ბერძენი. ალბანელს და ხორვატს, დაკავების დროს თან აღმოაჩნდათ სისხლიანი დასაკეცი დანები და დაუყონებლივ გამოეყვნენ დანარჩენ დაკავებულებს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. სამი ბერძენი კი ბერძნული გუნდის ორგანიზებული გულშემატკივარია და მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ.

პირველი მთავარი ეჭვმიტანილი 27 წლის ბერძენია, რომლის ვინაობაც პოლიციისათვის ნაცნობია. ის წარსულში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის გამო ოთხჯერ იყო დაკავებული.

მისი სახელი ფიგურირებდა კრიმინალური ორგანიზაციის საქმეში, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება ორგანიზებას უწევდა რეიდებს, ქურდობას და თავდასხმებს.

ის ფლობს პანათინაიკოსის სტადიონის უკან, ალექსანდრას გამზირზე მდებარე მაღაზიას, რომელსაც ხუთშაბათს, შუადღისას, მოტოციკლეტებით მყოფმა ათმა პირმა ზიანი მიაყენა. დამნაშავეებმა ჩაამტვრიეს მინები და მიიმალნენ, პოლიცია კი მიიჩნევს, რომ ეს არის შურისძიება სხვა გუნდის ორგანიზებული გულშემატკივრების მხრიდან.

მეორე მთავარი ეჭვმიტანილი ასევე ბერძენი, 27 წლის, რომელიც 2022 წლის თებერვალში სპორტულ ძალადობის ინციდენტებში მონაწილეობდა.

დღეს, დღის მეორე ნახევარში და უსაფრთხოების მკაცრი ზომებით, მისი ორივე მშობლის თანდასწრებით, მიხალის კაცურის დაკრძალვა გაიმართება. მისი დედა გაწერეს წითელი ჯვრიდან, სადაც ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი გულის შეტევის სიმპტომებით, ხოლო მის მამას, რომელიც საავადმყოფოში გონების დაკარგვის ეპიზოდის შემდეგ შეიყვანეს , სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გაწერენ შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად.

წირვა აღევლინება 17:00 საათზე, წმინდა კონსტანტინოსის ეკლესიაში, ელეფსინაში, სადაც ის ცხოვრობდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *