Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

არის თუ არა საფრთხის შემცველი ბერძნული კვერცხი – აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები და პესტიციდები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ბავშვებში სიმსივნის გამომწვევ მიზეზებთან

არის თუ არა საფრთხის შემცველი ბერძნული კვერცხი – აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები და პესტიციდები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ბავშვებში სიმსივნის გამომწვევ მიზეზებთან

ბოლოდროს ჩატარებულმა კვლევამ ბერძნულ კვერცხში აღმოაჩინა ე.წ მარადიული ქიმიკატები, PFAS-ი, პერი- და პოლი-ფლოროალკილ ნაერთები, რომლებიც ათასობით სინთეზური ქიმიკატის ოჯახს წარმოადგენს. აღნიშნული ქიმიკატები საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ისინი ბუნებრივი გზით არ იხრწნებიან გარემოში. 

მეცნიერული კვლევების მიხედვით, PFAS-ი იწვევს  კიბოს, გულის სისხლძარღვებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ასევე უშვილობასა და იმუნური სისტემების დაქვეითებას.

იმისთვის რომ მეცნიერებს დაედგინათ არსებობდა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ჯგუფი საფრანგეთის, გერმანიისა და დანიის გარდა საბერძნეთში, კვლევა ეგეოსის უნივერსიტეტისა და საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგად გამოკვლეულ იქნა 75 კვერცხი სერესიდან, მაღნისიიდან, ვიოტიიდან, ათენიდან და ილიადან. 

კვლევის შედეგები აღმაშფოთებელია, რადგან თითოეულ კვერცხში აღმოჩნდა ქიმიური ნივთიერებების ჯგუფის შემცველობა, ხოლო ნახევარზე მეტში კი საფრთხისშემცველი ოდენობითაც კი. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია კვერცხები ილიადან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *