Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ყოფილ პროკურორს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ასამართლებენ.

ყოფილ პროკურორს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ასამართლებენ.

იანინას სამწევრიან სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლოში დღეს იწყება პირველი ინსტანციის ყოფილი პროკურორის და კორფუს პირველი ინსტანციის პროკურატურის ხელმძღვანელის, მარია ტატაკის საქმის განხილვა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო დოკუმენტაციის მიჩქმალვისთვის.

ეს საქმე 2019 წელს გამოაშკარავდა და დაკავშირებულია იმდროინდელი სასამართლო ოფიცრის მიერ მისი სამსახურიდან ათასობით სასამართლო საქმის ამოღებასთან, რასაც მოჰყვა ათასობით სამართალდარღვევის, დანაშაულისა და გადაცდომისთვის ხანდაზმულობის ვადის დადგომა.

ბრალდებული, 2022 წლის 14 აპრილს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს სამსახურიდან და ამავდროულად ჩამოართვეს მისი პროფესიით მუშაობის უფლება. 

შეგახსენებთ რომ 1000ზე მეტი საქმე, მისი აღიარების თანახმად, მისი მეგობრის სახლში კეკერკერაზე, სოფელ ღარუნაში ჰქონდა გადატანილი იმისთვის რომ ამ საქმეებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ჩუმად დაეწვათ. ხოლო სხვა დანარჩენი კრიმინალური საქმეები კი თავისსავე საცხოვრებელ ბინაში ჰქონდა განთავსებული. დღემდე უცნობია 156 საქმის მასალის ბედი. 

ყოფილ პროკურორთან ერთად, დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდების მუხლით დაკავებულია აღნიშნული სამსახურის სამდივნოს დირექტორატის უფროსი მოადგილე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *