Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სტავროს კონსტანტინიდის: კიფისოს გამზირი ათენის გზების შავი ხვრელია

სტავროს კონსტანტინიდის: კიფისოს გამზირი ათენის გზების შავი ხვრელია

ტრანსპორტის ექსპერტმა, სტავროს კონსტანტინიდისმა ისაუბრა ათენის ტრანსპორტისა და საგზაო მოძრაობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ზომებზე გადაცემა Direct-ში.

სტავროს კონსტანტინიდისმა განაცხადა, რომ ათენის მონიციპალიტეტი სწორი მიმართულებით მიდის და ამის დამადასტურებელი სწორედ დედაქალაქის გარკვეულ ნაწილებში ქვეითთა გადაადგილების გასაუმჯობესებლად სავალი და მწვანე სივრცეების შექმნის ინიციატივებია.

თუმცა ტრანსპორტის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშა, რომ ათენი არ მიჰყვება სხვა ევროპული ქალაქების მაგალითს, მაგ. გერმანია, რომლებიც აქტიურად ქმნიან საზოგადოებრივ სივრცეებს და ხელს უწყობენ ქვეითთა თავისუფალ გადაადგილებას, რაც აიძულებს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს საკუთარი რისკით გადაკვეთონ ქუჩები, რომლებზეც აქტიური სატრანსპორტო მოძრაობაა.

დედაქალაქის პრობლემა არამხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ეხება, არამედ საცობებსაც, რომლებიც ხშირშემთხვევაში აუტანელს ხდის ქალაქში მანქანით გასვლას. ყველაზე პრობლემური წერტილები კიფისოს გამზირი და ატიკის ქუჩაა: “კიფისოს გამზირი საგზაო სისტემის შავი ხვრელია. მიკვირს, რომ აქამდე მთავრობამ არ გაატარა საჭირო ზომები აღნიშნულ ტერიტორიაზე საცობების დასარეგულირებლად.”-აცხადებს ექსპერტი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *