Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ცეტრში ხის ვარდის შედეგად 2 პირი დაშავდა

ათენის ცეტრში ხის ვარდის შედეგად 2 პირი დაშავდა

ათენის ცენტრში, წმინდა ირინის მოედანზე ხე მოწყდა და იქვე მდებარე კაფე-ბარს დაეცა. 

კაფე-ბარის თანამშრომლის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად ხის ვარდნის შედეგად 2 პირი დაშავდა. 

აღნიშნულ ხეს წარსულშიც ჰქონდა ადგილობრივების ყურადღება მიქცეული, რადგან ლპობა ჰქონდა დაწყებული, თუმცა მუნიციპალიტეტი რეაგირების გარეშე ტოვებდა.

“შეკვეთას ვიღებდი როცა ხმაური შემომესმა. გავიხედე და დავინახე როგორ დაეცა ხე ქოლგას, რომელმაც საბედნიეროდ შეძლო ტოტების შეკავება. სასწაულებრივად გადავრჩი. რამდენიმე წუთში ხეს მეორე ტოტიც მოტყდა და გვერდით მდებარე კაფე-ბარის სტუმრებს დაეცა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი დედაა, რომელიც შვილებთან ერთად იმყოფებოდა კაფეში. სისხლი სდიოდა როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში წაიყვანა. ხე დამპალი იყო. 3 კვირის წინ კიდევ ერთი ტოტი მოტყდა. გაფრთხილებული გვყავდა მუნიციპალიტეტი, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. პასუხისმგებლობას არ იღებენ საკუთარ თავზე. მაგრამ ეხლა, როცა 2 პირი დაშავდა სირბილით მოვიდნენ, რომ ხე ძირფესვიანად ამოიღონ საძირკველიდან.” – აცხადებს კაფე-ბარის თანამშრომელი ინტერვიუში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *