Latest news
ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები აკროპოლისიდან  საბერძნეთი ოლიმპოს მთის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობს როგორ გარდაიქმნება მატარებლების დამუხრუჭება ელ.ენერგიად  58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე 26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება ოლიმპოს მთა თოვლმა დაფარა 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო 70 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი კვლავ სტუდენტი გახდა ΟΠΕΚΕΠΕ: ღიორღოს ქსილურის სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვალში ჩაინიშნა
შაბათი, ივლისი 25, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

იანნისთან ერთად დავკრძალე, ფული მჭირდებოდა – აცხადებს ქალი, რომელმაც დედის გარდაცვალება მისი პენსიის მითვისების მიზნით დამალა

იანნისთან ერთად დავკრძალე, ფული მჭირდებოდა – აცხადებს ქალი, რომელმაც დედის გარდაცვალება მისი პენსიის მითვისების მიზნით დამალა

“დედაჩემი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა. გადავწყვიტე იანნისთან ერთად, რომელიც წარმოშობით ალბანეთიდან არის, სახლის ეზოში დამეკრძალა, რათა მისი პენსიით გარკვეულ ეკონომიკურ პრობლემებს გავმკლავებოდი. არ მქონდა ფული და მჭირდებოდა.” – ამ სიტყვებით გაიმართლა თავი 62 წლის ქალმა.

შეგახსენებთ, რომ ქალს უკვე წლებია საკუთარი დედა ვიოტიის ერთ-ერთ სოფელში მდებარე სახლის ეზოში ჰყავს დამარხული. 

დედის გარდაცვალების ამბავის დამალვის მიზეზი კი მისი პენსიით სარგებლობის განზრახვა გახდა.

დაკავებული საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ე.წ ΚΕΠ-ის ყოფილი მთავარი მენეჯერია. 

დაკავებისას ქალმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მას სჭირდებოდა როგორც დედამისის სახელმწიფო დახმარება ასევე პენსიაც. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული 2023 წელს გარდაიცვალა. საჩივარი თივას განყოფილებაში მას შემდეგ შევიდა, რაც მოსახლეობამ ეჭვი აიღო მოხუცებულის უეცარი და სრული გაუჩინარების შემდეგ. 

გამოძიებას შაბათს 20 სექტემბერს, 62 წლის ქალმა სხვა მოხუცებული ქალი აჩვენა იმ მიზნით, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაერწმუნებინა, რომ დედა ცოცხალი იყო. თუმცა მალევე აღიარა, რომ დედამისი გარდაიცვალა და სახლის ეზოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დახმარებით დაკრძალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *