ამალიადა: მძარცველებმა ძვირფასეულობის მაღაზია 2 წუთში გაიტანეს
ამალიადა: მძარცველებმა ძვირფასეულობის მაღაზია 2 წუთში გაიტანეს
ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ ამალიადაში მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიის ძარცვის ისტორია, რომელიც დღეს დილით, გამთენიის 04:00 საათზე მოხდა.
patrisnews.com-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად დანიშნულების ადგილზე 6 მძარცველი მოპარული მანქანით მივიდა. მძარცველებმა მაღაზიის დამცველი ჟალუზები მანქანით შეანგრიეს, შემდეგ მანქანა შუაგზაში გააჩერეს, რომ გზა გადაეკეტათ და მაღაზიაში შეცვივდნენ ძვირფასეულობის გამოსატანად. შეიძლება ითქვას, რომ დამნაშავეები ელვის სისწრაფით მოქმედებდნენ, რადგან მაღაზიის დასაცლელად 2 წუთზე ნაკლები დასჭირდათ.
სამართალდამცავი ორგანოებისთვის მძარცველების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
Facebook Comments Box
