Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

9 ოქტომბრიდან ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი

9 ოქტომბრიდან ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი

უამინდობის ფენომენი ბარბარა, რომელმაც საბერძნეთის ბევრ რეგიონს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა დიდხან არ გასტანს.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ამინდი 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით.

მცირეოდენი ადგილობრივი წვიმებია მოსალოდნელი საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ: ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულებსა და თრაკიზე. თუმცა წვიმიანი ამინდი მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანს და შუადღის საათების შემდეგ კი გამოიდარებს.

დაუბერავენ 4-5 ბოფორი სიმძლავრის ქარები.

ტემპერატურა 20-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო შაბათ კვირას კი 25 გრადუსსაც მიაღწევს. 

შეგახსნებთ, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ანდროს მაცხოვრებლებს სამშაბათს, 7 ოქტომბერს უამინდობის ფენომენის შედეგად გამოწვეული ძლიერი წვიმისგან.

ანდროს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძლიერმა წვიმამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, რის შედეგადაც ნიბორიოს ტერიტორია დაიტბორა, გაივსო ტალახით, მცენარეებისა და ნაგვის ნარჩენებით. 

მუნიციპალიტეტმა მყისიერი რეაგირება მოახდინა გზების გასაწმენდად. 

პასუხისმგებელი ორგანოები გვიან ღამემდე მუშაობდნენ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილება საჭიროების შემთხვევაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *