Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

გლიფადა: დააკავეს ნარკომაფიის 52 წლის ლიდერი, რომელიც კოკაინის კარტელებისთვის ფულს ათეთრებდა

საბერძნეთის და ჰოლანდიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, გლიფადაში დააკავეს ალბანური წარმოშობის საბერძნეთის 52 წლის მოქალაქე,რომელიც იძებნებოდა ევროპული დაკავების ორდერით, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მმართველი წევრი, რომელიც მონაწილეობდა ნიდერლანდებში ნარკოტიკებით ვაჭრობიდან დიდი თანხების შეგროვებასა და განაწილებაში.

მუნიციპალიტეტის  დამლაგებლებად შენიღბულმა, ყვითელ ჟილეტებში ჩაცმულმა პოლიციის თანამშრომლებმა 52 წლის ძებნილი დამნაშავის აყვანა შეძლეს მაშინ, როდესაც ის  თავისი საცხოვრებელი  ბინის ავტოსადგომიდან მოტოციკლეტით გამოვიდა.

მან  წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

დამნაშავის დაკავების აღნიშნული ოპერაცია ატიკის რეგიონის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორატისა და ჰოლანდიის ხელისუფლების  შესაბამისი სამსახურების მრავალთვიანი თანამშრომლობის შედეგი იყო.

კრიმინალური ორგანიზაცია ყოველდღიურად, „მიწისქვეშა“ საბანკო სისტემის მეშვეობით დაშიფრული კომუნიკაციების გამოყენებით ახორციელებდა დიდი თანხების უკანონო ბრუნვას.

სავარაუდოდ დაახლოებით 10 თვის განმავლობაში 250 000 000 ევროს ოდენობის თანხაზეა  საუბარი.

ჰოლანდიის ხელისუფლებამ დაკავებული 52 წლის მამაკაცის  ექსტრადიცია მოითხოვა, მაგრამ ის უარს აცხადებს ჰოლანდიაში დაბრუნებაზე.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონები, მათ შორის მობილური ტელეფონი, რომელიც გამოიყენება დაშიფრული საუბრებისთვის სპეციალური აპლიკაციების საშუალებით,  ციფრული დისკები და სიმ ბარათები.

ამოღებული ორი მობილურიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სავარაუდოდ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ჰოლანდიის ხელისუფლებას გამოძიების პროცესში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *